ბათუმში მცხოვრებმა დევნილებმა პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში მცხოვრებმა დევნილებმა პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილებმა მდუმარე აქცია გაიმართეს.  აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით წარწერა „sos“ გამოსახეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი უკვე 8 თვეა პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი თხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნანა ნაჭყებიას თქმით, პრეზიდენტის ექსკორტმა წუხელ, დაახლოებით ღამის პირველ საათისთვის მათთან ახლოს ჩაიარა.

„ჩვენ პრეზიდენტის ყურადღების მიქცევა გზის გადაკეტვითვცადეთ, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მოგვცა“, - განაცხადა მან.

აქცია სახოვრებელი ბინებისა და პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით წუხელ ღამის 3 საათამდე გაგრძელდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დევნილები კარვების გაშლითაც იმუქრებიან.

ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სასტუმროებიდან „კოლხეთი“ და „მესხეთი“ 2006 წელს იძულებით გამოასახლეს.