სალვადორ დალის მიერ ილუსტრირებული ბიბლია

სალვადორ დალის მიერ ილუსტრირებული ბიბლია

თითქმის ნახევარი საუკუნის წინ 1967 წელს, იტალიაში გამოუშვეს სალვადორ დალის მიერ ილურსტირებული ბიბლიის პირველი გამოცემა.  არა მხოლოდ გამოუშვეს, არამედ ის რომის პაპმაც აკურთხა, სწორედ მან მიიღო საჩუქრად პირველი წიგნი, რომელიც თეთრი ბუნებრივი ტყავითა და ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული.  ბიბლიის გამოცემა განხორცილდება პროექტი  Biblia Sacra-ს ფარგლებში. პროექტის  ინიციატორი იყო იტალიელი კოლექციონერი ჯუზეპე ალბარეტო, რომელიც ცნობილი მხატვრის დიდი ხნის მეგობარი.

როგორც ჩანს, დადგა დრო დღის სინათლეზე გამოვიდეს ბიბლიის ეს ექსკლუზიური გამოცემა, დიდებული წიგნი პირველად იტალიაში გამოჩნდა, შემდეგ გერმანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, სავარაუდოდ, ის მალე უკრაინაშიც გამჩნდება.

უნიკალური ბიბლია 900 გვერდისგან შედგება და 150, აკვარელით, დახატულ ილუსტრაციას მოიცავს, რომლებიც ყველაზე ცნობილ ბიბლიურ სცენებს ასახავენ.

ელეგანტური დიზაინის წიგნი ნატურალური ტყავის, ბრილიანტისა და ალმასის ძვირფასი ქვებითაა შემკული, მასზე ოქროს ასოებით ამოტვიფრულია სალვადორ დალის ხელმოწერა.  წიგნის 15 კილოგრამს იწონის, ის ხის ორიგინალურ ყუთშია მოთავსებული. სულ გამოსულია წიგნის 500 ეგზემპლარი, თითოეულის ღირებულება 4200 დოლარია, ყველა წიგნი ერთ დღეში გაიყიდა. მსურველი კიდევ ბევრი დარჩა. სხვათა შორის, წიგნის ორიგინალური ვერსია აუქციონზე 75 ათას დოლარადაა შეფასებული.