ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის პროვინცია ყანდაგარში კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა. დაღუპულია ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, დაჭრილია ოცი.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებისას მძიმედ დაშავდა ყანდაგარის პროვინციის პოლიციის უფროსი. მისი წინამორბედი შარშან სწორედ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთების შედეგად  გარდაიცვალა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება თალიბებმა განახორციელეს.