ბიძინა ივანიშვილი: გავიყვანთ გზას, რომელიც რაჭას დედაქალაქთან რიკოთის უღელტეხილის გარეშე დააკავშირებს

ბიძინა ივანიშვილი: გავიყვანთ გზას, რომელიც რაჭას დედაქალაქთან რიკოთის უღელტეხილის გარეშე დააკავშირებს

„ჩვენ გავიყვანთ გზას, რომელიც რაჭის მოსახლეობას ასე სჭირდება. ეს გზა რაჭას  რიკოთის უღელტეხილის გარეშე,  საჩხერის გავლით, დედაქალაქთან დააკავშირებს“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ აქციაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით,  ეს მისი დიდი ხნის ოცნებაა. 

„ვაპირებდი საჩხერის გზების დამთავრებას და მერე გაკეთებას, თორე ეს გზა რეალურად გაკეთებული უნდა იყოს. ეს გზა აუცილებლად გაკეთდება.  გპირდებით!“- განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა ლეჩხუმში  მდებარე ხვამლის მთის მასივის საფუძვლიანი არქეოლოგიური გამოკვლევის პირობა დადო.

მისი თქმით, არაერთი მეცნიერი და არქეოლოგი დაინტერესებულა ამ საკითხით, მაგრამ უსახსრობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლო.

„მათი მთავარი ოცნება ხვამლის მთის შესწავლა იყო. ასეთი კეთილშობილური ოცნებების ასრულებაზე თუ არ ვიზრუნეთ, რაღა ქართული ოცნება ვიქნებით. მოვალთ და ამასაც გავაკეთებთ. ამ საიდუმლოსაც ამოვხსნით და შეიძლება ძალიან დიდი საოცრებაც აღმოვაჩინოთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებსაც მიხედავს და აღნიშნა, რომ  „უსახსრობის გამო