ამბროლაურში „ქართული ოცნების“ აქციას ონიდან 1000მდე აქტივისტი შეუერთდება

ამბროლაურში „ქართული ოცნების“ აქციას ონიდან 1000მდე აქტივისტი შეუერთდება

ამბროლაურის რაიონში  „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციას ონიდან 1000-მდე მხარდამჭერი შეუერთდება.

როგორც ონის „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, მხარდამჭერთა კოლონა ამბროლაურის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ დაიძრა.

მათივე ინფორმაციით, კოლონა 40-მდე მიკროავტობუსისა და 30-მდე მსუბუქი ავტომანქანისგან შედგება.

„ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთი აქციაში მონაწილეობის მისაღებად ამბროლაურში დამოუკიდებლად, ორგანიზებული კოლონის გარეშე გაემგზავრა. საერთო ჯამში ველოდებით, რომ ამბროლაურში დაგეგმილ აქციას ონის რაიონიდან 1000-მდე მხარდამჭერი შეუერთდება“, - აღნიშნავენ ონში „ქართული ოცნების" შტაბში.

მათივე ინფორმაციით, რაიონში 4 ათასამდე მცხოვრებია შემორჩენილი, ამიტომ აცხადებენ, რომ ეს ამ რაიონისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობაა.

ამბროლაურში „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქცია დღეს, 18.00 საათზე დაიწყება.