პან გი მუნი ირანს ეწვევა

პან გი მუნი ირანს ეწვევა

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ირანს ეწვევა. გენერალური მდივანი ატომურ სადგურ „ნეთენზს“ მოინახულებს.

სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, ამ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მეჰდი ახუნძადე ავრცელებს. ახუნძადეს განცხადებით, პან გი მუნი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ისპაჰანსაც ეწვევა.

გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი ირანში მოძრაობა „არ შევუერთდეთ ირანს“ მე-16 სამიტის წინ შედგება.