ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი სექტემბერში გაიხსნება

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი სექტემბერში გაიხსნება

2012 წლის სექტემბერში ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმი მაზნიაშვილის ქუჩაზე, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ეს შენობა თამბაქოს მაგნატმა ააშენა და ის ქალაქის კულტურული მემკვიდრეობაის ნუსხაშია შეტანილი.

ამჟამად სრულდება ოთახების რესტავრაცია. მეზეუმში რამდენიმე თემატური დარბაზი იქნება. ერთ-ერთი, ოქროს საწმისისთვის არგონავტების მოგზაურობას მიეძღვნება.