ბიძინა ივანიშვილი: არსებობს პარტია

ბიძინა ივანიშვილი: არსებობს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰგავს

„ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული აზრი და არსებობს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰგავს”, -  ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ონში მოსახლეობასთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, რომ კოალიციას საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. თუმცა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირში.

„მათ საქართველოს ეროვნული დღესასწაული გადააქციეს პარტიულ დღესასწაულებად. სად გსმენიათ, "ვაჟაობა" ერთ თვეში ორჯერ გვეზეიმოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რუსულ აგრესიაზეც და განაცხადა, რომ რუსები დიდი ხანია ცდილობდნენ საქართველოში შემოჭრას, ამისთვის საბაბს ეძებდნენ და 2008 წლის აგვისტოში ეს მიზეზი მათ მიხეილ სააკაშვილმა მისცა. 

სააკაშვილი საზოგადოებას მუდამ აშინებს რუსეთით. რუსი არ გვინდა. მამისონის უღელტეხილი 18 კილომეტრით არის გადმოწეული. იქ რუსეთის დროშა ფრიალებს. ვინ გააკეთა ეს, ივანიშვილმა?, - აცხადებს კოალიციის ლიდერი.

ივანიშვილმა ისაუბრა ხელისუფლების ბრალდებაზეც, თითქოს ის არის რუსეთის აგენტი, რომელიც მისი დავალებით აფინანსებს საქართველოს და საზოგადოებას და აღნიშნა, რომ „თუ ასეთ აგენტებს გზავნის რუსეთი საქართველოში, ის ყოფილა ყველაზე საყვარელი ქვეყანა“.