დღეიდან პირველკლასელთა დამატებით ონლაინ რეგისტაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა დამატებით ონლაინ რეგისტაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეიდან პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და www.catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება კი, სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.