ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტრიპოლის ამბებს შეეწირა

ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტრიპოლის ამბებს შეეწირა

Euronews-ის ინფორმაციით, ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი ფოზ აბდელ ალი თანამდებობიდან გადაგა, რადგან ვერ შეძლო ქვეყანაში არეულობის შეჩერება.

ერთი კვირაა ტრიპოლიში არეულობა და სისხლისღვრა არ წყდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს სირიის გამოძახილია, სადაც მუსლიმებსა  და ალავიტებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს.

ბოლო ორი ღამის განმავლობაში ტრიპოლიში ორი ტერაქტი მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 18 ადამინი კი მძიმედ დაშავდა. მუსლიმმა თვითმკვლელებმა  ტრიპოლსა და ზლიტანეში  სუფისტური ბიბლიოთეკა ააფეთქეს და ბულდოზერით ამოთხარეს XVI-ე საუკუნის წმინდანის ალ-ასმარას საფლავი. გუშინ გვიან საღამოს ტრიპოლიში მუსლიმური დაჯგუფება დააკავეს, რომელთაც ხელყუმბარები და ტანკსაწინააღმდეწგო ასაფეთქებელი ყუმბარები აღმოაჩნდათ. 

„ინციდენტი ზლიტანეში კადაფის მომხრეების მიერ იყო ორგანიზებული. ისინი ტახრონიდან და ბანი ვალიდიდან ჩამოვიდნენ, რათა დესტაბილიზაციისთვის შეეწყოთ ხელი“,-განაცხადა შს მინისტრმა, თუმცა პარლამენტმა ფოზ აბდელ ალის მუშაობა მწვავედ გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა.