შალვა შავგულიძე  ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მცხოვრებ  ადგილობრივ  და დევნილ მოსახლეობას შეხვდა

შალვა შავგულიძე ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ვაკის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მცხოვრებ  ადგილობრივ და ყოფილი 183-ე ბაგა-ბაღის შენობაში კომპაქტურად განთავსებულ დევნილებს,  ასევე  სოფელ აგარაკის და თხინვალას მოსახლეობას შეხვდა.

დევნილების ძირითადი პრობლემა მათი საცხოვრებელი ფართის გაურკვეველი იურიდიული სტატუსი და უმუშევრობაა. ნუცუბიძის მე-4 მკრ-ის მოსახლეობამ კი, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არჩევნების შედეგების მოსალოდნელი გაყალბება მიიჩნია  და შალვა შავგულიძეს ხმების დაცვის მექანიზმის დეტალური განმარტება სთხოვა.   სოფელ აგარაკს არ აქვს საავტომობილო გზა, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ არის სასმელი წყალი, გაზი, საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა.  სოფელ თხინვალასაც უგზოობა, უწყლობა და საჯარო სკოლის არ ქონა აწუხებს.

„ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არ ქონა თბილისთან  ახლო მდებარე, მეტიც, ვაკის რაიონს მიკუთვნებული ისეთი სოფლებისათვის, როგორიცაა აგარკი და თხინვალა, უბრალოდ, სირცხვილია. ამ პირობების გამოსწორება, ძალიან ადვილია. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა პრობლემის თავი და თავი ქვეყანაში გამეფებული უსამართლობაა. უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი სასამართლოს აღდგენა. დღეს არსებული მართლმსაჯულების პირობებში, ნებისმიერი პრობლემის სამართლებრივი  გზით მოგვარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რაც შეეხება არჩევნების შედეგების მოსალოდნელ გაყალბებას, საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ შემუშავებული აქვს  დაცვის მექანიზმი  ამ სამარცხვინო ქმედების წინააღმდეგ, მაგრამ თუ ყოველი ამომრჩეველი არჩევნების დღეს არ მივიდა საარჩევნო უბანში და არ დააფიქსირა თავისი არჩევანი, მერწმუნეთ,  გამარჯვებაში ვერავინ დაგვეხმარება, ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და  დავიცვათ საკუთარი არჩევანი“-მიმართა ამომრჩევლებს შალვა შავგულიძემ.

გამარჯვების შემთხვევაში , შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ყველა არსებული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას დაპირდა.