რამზან კადიროვი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დარეგულირებას ითხოვს

რამზან კადიროვი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დარეგულირებას ითხოვს

ჩეჩნეთის პირველი პირი რუსეთის ფერდერაციისგან ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დარეგულირების საკითხის გადაწყვეტას ითხოვს. მისი განცხადებით, ზუსტი სასაზღვრო ზოლის არ არსებობა „მიწების მიტაცებას“ უწყობს ხელს.

ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს შორის 1992 წელს საზღვრის დემარკაცია არ განხორციელებულა.

„სასაზღვრო ზოლი, რომელიც ჩვენ არასდროს გაგვივლია ინგუშებთან ყოველდღიურად იწევს ჩეჩნეთის მხარეს. მარტო გორაგორსკას რაიონში, სასაზღვრო ზოლის არ არსებობის გამო, ინგუშეთის მხარეს აღმჩნდა ჩეჩნური მიწის ასეულობით და ათასობით ჰექტარი მიწა“,-აცხადებს კადიროვი.

ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა მხარი დაუჭირა კადიროვის განცხადებას. „კარგი იქნება თუ ეს პრობლემა გადაწყდება, რადგან მესამე მხარეს საშუალება აღარ ექნება ჩვენს საქმეებში ჩაერიოს და წაგვაჩხუბოს“,-აცხადებს ენგუშეთის პირველი პირი.

1993 წელს ჩეჩნეთის მაშინდელ ლიდერ ჯოხარ დუდაევსა და ინგუშეთის პირველ პირს რუსლან აუშევს შორის საზღვართან დაკაშირებით, ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა დუდაევის მოკვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიერ, მის მიერ გაფორმებული ბევრი ხელშეკრულება არალეგიტიმურად იქნა ცნობილი.