შს სამინისტრო: კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

შს სამინისტრო: კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის  შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გედი თათრიშვილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით,  საქმე ელექტროგამანაწილებლის ქურდობის ფაქტს ეხება, თუმცა ის სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გუშინ დააკავეს და გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

წუხელვე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან კოალიცია „ქართული ოცნების“ კასპის და გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაკავებულის ოჯახის წვერები მივიდნენ.

„ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის შტაბის უფროსის მაყვალა ბერიანიძის განცხადებით, აცხადებს, გედი თათრიშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

მისი თქმით, 25 აგვისტოს, კოალიციის კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი შეხვედრას მართავდა მოსახლეობასათან; შეხვედრა თათრიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კოალიციის წევრებს გამოელაპარაკა. მაყვალა ბერიანიძის მტკიცებით სწორედ ეს ფაქტი გახდა ქიმის დაკავების მიზეზი.

დაკავების ამ მიზეზე საუბრობს კოალიცია „ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი. მისი თქმით, კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმის გედი თათრიშვილის დაკავება კოალიციის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მისი შვილის აქტიურ წევრობას უკავშირდება.

ასევე, დაკავებულის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი  აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი   კატეგორიულად უარყოფს წლების წინ რაიმე ქურდობის ფაქტს და  მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“  წევრებთან გასაუბრებისთვის არის დაკავებული.