არჩევნების პორტალს ELECTIONPORTAL.GE არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება

არჩევნების პორტალს ELECTIONPORTAL.GE არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება

არჩევნების პორტალს ELECTIONPORTAL.GE არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება. ამის პრეზენტაცია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაიმართება.

პრესკონფერენცია სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" 12:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ჯამპსტარტ ჯორჯია და არასამთავრობო ორგანიზაციების - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო  მიიღებს.

არჩევნების პორტალის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო".

არჩევნების მონაცემთა ბაზის შექმნა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

ვებ გვერდი შექმნილია ჯამპსტარტ ჯორჯიას (jumpstart.ge) მიერ.