სამართალდამცველებმა კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გედი თათრიშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გედი თათრიშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გედი თათრიშვილი არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოს გენერატორის ქურდობის ფაქტის მოტივით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებული ექიმი  წუხელ,  გვიან ღამით გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

წუხელვე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან კოალიცია „ქართული ოცნების“ კასპის და გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაკავებულის ოჯახის წვერები მივიდნენ.

„ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის შტაბის უფროსის მაყვალა ბერიანიძის განცხადებით, აცხადებს, გედი თათრიშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

მისი თქმით, 25 აგვისტოს, კოალიციის კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი შეხვედრას მართავდა მოსახლეობასთან; შეხვედრა თათრიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კოალიციის წევრებს გამოელაპარაკა. მაყვალა ბერიანიძის მტკიცებით სწორედ ეს ფაქტი გახდა ექიმის დაკავების მიზეზი.

დაკავების ამ მიზეზე საუბრობს კოალიცია „ქართული ოცნების“ კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი. მისი თქმით, კასპის საავადმყოფოს მთავარი ექიმის გედი თათრიშვილის დაკავება კოალიციის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მისი შვილის აქტიურ წევრობას უკავშირდება.

ასევე, დაკავებულის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი  აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი   კატეგორიულად უარყოფს წლების წინ რაიმე ქურდობის ფაქტს და  მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“  წევრებთან გასაუბრებისთვის არის დაკავებული.