ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტმა ბათუმში ანშლაგით ჩაიარა (VIDEO)

ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტმა ბათუმში ანშლაგით ჩაიარა (VIDEO)

ბერას მეორე სოლო კონცერტმა ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა.  საკონცერტო ტურნე სახელწოდებით „გპირდები“ რეპერის მშობლიურ მხარეში საჩხერეში 23 აგვისტოს დაიწყო.

ტურნე „გპირდები“ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ბერა კონცერტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართავს. ძველ სიმღერებთან ერთად მომღერალი ახალ ჰიტებსაც შეასრულებს.

ბერამ ბათუმური კონცერტი სიმღერით „ქართული ოცნება“ გახსნა. შეკრებილი მაყურებელი კონცერტის დაწყებამდე მომღერლის სახელს სკანდირებდა.

კონცერტის დასრულების შემდეგ, კმაყოფილი ბათუმელები ბერას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მადლობას უხდიან და ბათუმში ხელახლა ეპატიჟებიან „ბათუმი ისევ გელოდება ბერაა!!!“

კონცერტების საინფორმაციო მხარდამჭერია „მე–9“ არხი და GDS TV.