უწყებათაშორის კომისიაში „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების საკითხი განიხილება

უწყებათაშორის კომისიაში „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების საკითხი განიხილება

უწყებათაშორის სახელმწიფო კომისიაში დღეს კოალიციასთან „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეხვედრა გაიმართება. კოალიციის წარმომადგენლის,  თამარ კორძაიას განცხადებით, შეხვედრაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნის საკითხი განიხილება. 

„მიგვაჩნია, რომ ის, რაც ტელეკომპანიის ანტენებთან დაკავშირებით ხდება უკანონობაა და ამ საკითხის მოგვარებას ვითხოვთ. საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიას კოალიციამ მიმართა“ - აღნიშნა კორძაიამ. 

შეხვედრა 14.00 საათისთვისაა დაგეგმილი.

ერთი თვის წინ კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ამ საკითხზე განცხადებით იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორსაც მიმართეს.

პროკურატურამ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენები პირველად 11 ივლისს დააყადაღა.