მოგელაძე, უკვე, 10 ლარიანებს დასდევს

მოგელაძე, უკვე, 10 ლარიანებს დასდევს

ეკა ბესელიას მხარდამჭერსა და საარჩევნო შტაბის წევრს, ბესო ჯოჯუას სახელმწიფო აუდიტის სამსახური 10 ლარიანი შემოწირულობის გამო იბარებს.

ჯოჯუამ, დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული შემოწირულობის გამო შეტყობინება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან 25 აგვისტოს მიიღო.

როგორც ბესელიას შტაბში განმარტავენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დაბარების მიზეზი ჯოჯუას მხრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულობა გახდა, რომელიც 10ლარით განისაზღვრა და რომელიც საკაბელო ტელევიზიაში მორბენალი სტრიქონის გაშვების საფასურია.

როგორც ჯოჯუამ განაცხადა, 25 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ოფიციალური შეტყობინება ფოსტის საშუალებით მიიღო. შეტყობინებაში მითითებულია, რომ ჯოჯუა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 27აგვისტოს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

შეტყობინებას ხელს აწერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი.