ეგვიპტელებმა სინაიზე 120 გვირაბი და „ჰამასის“ წევრები აღმოაჩინეს

ეგვიპტელებმა სინაიზე 120 გვირაბი და „ჰამასის“ წევრები აღმოაჩინეს

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა სინაის ნახევარკუნძულზე 120 გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც ეგვიპტიდან ღაზას სექტორში და პირიქით, კონტრაბანდული საქონლის გადატანას ემსახურებოდა. შემოწმებას ეგვიპტური პოლიცია სინაის ნახევარკუნძულზე უკვე ორი კვირაა აწარმოებს.

ეგვიპტის პოლიცია გვირაბების ამოსაქოლად ყუმბარებს ვერ აფეთქებს, რადგან ხშირად გვირაბები საცხოვრებელი სახლების ქვემოთაა გათხრილი, თუმცა, პოლციას ხელყუმბარების გამოყენება იმ ორი დიდი გვირაბის ამოსაქოლად მაინც დასჭირდა, რომლითაც მანქანების ტრანსპორტირება ხდებოდა. ამისთვის 7 საცხოვრებელის სახლის აფეთქება გახდა საჭირო.

სამხედრო ოპერაცია ეგვიპტის პოლიციამ სინაის ნახევარკუნძულზე ისრაელის თანხმობით, კემპ-დევიდსის (ქაიროს უფლება არ აქვს სინაის ნახევარკუნძულზე სამხედრო დანაყოფები ისრაელის თანხმობის გარეშე შეიყვანოს) ხელშეკრულების საფუძველზე ჩაატარა.

ეგვიპტელი სამხედროების განცხადებით, ნახევარკუნძულზე, რომელიც ეგვიპტელების მიერ არ კონტროლდება, შესაძლებელია „ჰამასის“ 120 ჯარისკაცი და 1000-მდე ექსტრემისტი იმყოფებოდეს.

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ წარმომადგენლები დღეს ქაიროში ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.