Greenberg Quinlan Rosher:

Greenberg Quinlan Rosher: "ნაციონალურ მოძრაობა" 55% , კოალიცია "ქართულ ოცნებას" 33%

Greenberg Quinlan Rosher"-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარს 55% დაუჭერდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" კი – 33%.

აღნიშნული კვლევა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა და შედეგებიც სწორედ პარტიამ გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარს 55% დაუჭერდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" – 33%, "ქრისტიან-დემოკრატებს" კი – 5%. 

გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 1-6 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და სულ 1 500 ადამიანი გამოიკითხა.