9 ადამიანის მიმართ, რომელთაც სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდათ მისჯილი, გამბიელმა სამართალდამცავებმა განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. ასეთივე ბედი ელის დაახლოებით 38 ადამიანს.
Amnesty International შეშფოთებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეცვალოს კანონი, მითუმეტეს, რომ “სიკვდილით დასჯილთა შორის ერთი ქალია, მათ შორის სამი „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდა, დანარჩენის დანაშაული უცნობია. ასეთივე სასჯელი ელით უახლოეს პერიოდში დანარჩენ სიკვდილმისჯილებსაც“,-ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
გამბიის მეფემ იაია ჯამემ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი კიდევ მილიონი წელი აპირებს მართოს ქვეყანა, ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ყველა ადრე მიღებული გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯის შესახებ, უახლოეს თვენახევარში აღსრულდება“.
France Presse კი სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამბის ციხეში 47 სიკვდილმისჯილს ერთად მოუყარეს თავი და მათ მალე დახვრეტენ.
გამბიაში ბოლო ადამიანი სიკვდილით 1985 წელს დასაჯეს.