სიერა ლეონეში ქოლერით 220 ადამიანი გარდაიცვალა

სიერა ლეონეში ქოლერით 220 ადამიანი გარდაიცვალა

ქოლერის ეპიდემიის გავრცელების შედეგად, ქვეყანაში 220 ადამიანი გარდაიცვალა. დასავლეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 12 140 ადამიანი დაავადებული. მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს ქალაქების მჭირდოდ დასახლებული უბნები, სადაც ანტისანიტარია სუფევს და წყალი დაბინძურებულია.

სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიის ხელახალი აფეთქება სექტემბერში მოხდება, როდესაც წვიმების სეზონი დაიწყება.

ქოლერა უკვე გავრცელდა მეზობელ ნიგერიაში, მალსა და გვინეაში, სადაც უკვე 82 ადამიანი გარდაიცვალა.