სარა ბრაიტმანი შესაძლოა კოსმოსში გაფრინდეს (VIDEO)

სარა ბრაიტმანი შესაძლოა კოსმოსში გაფრინდეს (VIDEO)

შესაძლოა, ცნობილ ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაიტმანი კოსმოსში გაფრინდეს. მიპატიჟება მან Space Adventures-ისგან მიიღო.

თუ მომღერალი მიწვევას დასთანხმდება, ის საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს ტურით ისარგებლებს და იქნება მეცხრე, ხოლო ქალებში მეორე ტურისტი, ვინც კოსმოსში იმოგზაურებს.

2009 წლის ოქტომბერში Cirque du Soleil Guy Laliberte-ის ხელმძღვანელი, კანადელი ლი ლალიბერტი კოსმოსში გაფრინდა, რის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსური ტურების გახსნის  გადაწყვეტილება მიიღო, ამ მომსახურეობით მართალია ბევრ ადამიანს არ უსარგებლია, თუმცა სააგენტო ფარხმალს არ ჰყრის და ცდილობს რეკლამა, ცნობილი ადამიანების „კოსმოსში გაფრენით“ გაიკეთოს.