„თავისუფალი საქართველო“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს მომავლ კვირაში დაასახელებს

„თავისუფალი საქართველო“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს მომავლ კვირაში დაასახელებს

 „თავისუფალი საქართველო“ მომავალ კვირაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატის დასახელებას გეგმავს. ამის შესახებ From.ge-ს პარტიის ოფისიდან აცნობეს.

 მათი ინფორმაციით, პარტია განაგრძობს საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას.

 „თავისუფალმა საქართველომ“ კანდიდატები კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის და თბილისის საარჩევნო ოლქებში უკვე წარადგინა.

 უახლოეს ხანებში კი „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატების დასახელება დანარჩენ საარჩევნო ოლქებში იგეგმება.