ალექსანდრე ანქვაბი: ეს ოთხი წელი, როგორც საშინაო, ასე საგარეო პოლიტიკის მხრივ, ძალიან დატვირთული იყო

ალექსანდრე ანქვაბი: ეს ოთხი წელი, როგორც საშინაო, ასე საგარეო პოლიტიკის მხრივ, ძალიან დატვირთული იყო

ხვალ 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  ცნობის ოთხი წლისთავია. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ამ ოთხ წელიწადს ნაყოფიერს და ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს.

„ამ აღიარებამ ჩვენ საშუალება მოგცვა მრავალმხრივი და მჭიდრო კონტაქტები დაგვემყარებინა რუსეთთან მთელი რიგი მიმართულებით. ასეთად, მაგალითად მოვისაზრებ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამას.

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ აღიარება, რამდენიმე სახელმწიფოსგან, რომლებთანაც ურთიერთანამშრომლობა, მართალია, დიდ მასშტაბებში არა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პოტენციალის რეალიზებას. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს წლები ძალიან იყო დატვირთული როგორც სახელმწიფო შიდა, ასევე გარე პოლიტიკის მიმართულებითაც.  უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა ვიკრებთ ძალებს“,-აღნიშნა ანქვაბმა „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში.

რაც შეეხება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მშენებლობას, ანქვაბის განმარტებით, ეს ძალიან ძვირადღირებული პროცესია, რომელიც მალე დასრულდება.

„ეს ძალიან ძვირი სამშენებლო პროცესია, რომელსაც რუსეთის სასაზღვრო ჯარი და აფხაზეთის რესპუბლიკა აწარმოებს. საქართველოსთან საზღვარზე უკვე მიდის ელექტრომონიტორინგი. არის რთული უბნები, თუმცა იქმნება თავდაცვის მეტად ეფექტური სისტემა. უახლოეს მომავალში პროცესის ტექნიკური მხარეები დასრულდება“,-განაცხადა ანქვაბმა.