თეა წულუკიანი: ნაძალადევში, თემქაზე გამარჯვებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი

თეა წულუკიანი: ნაძალადევში, თემქაზე გამარჯვებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი

კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი  თემქის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილს პრობაციონერები წარმოადგენდნენ, რომლებიც წულუკიანის განცხადებით მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერენ.

მისი თქმით, ამ ადამიანებს სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ და თავად ის სააკაშვილის პირობებში დანიშნული პრობაციის გაუქმების ერთ ერთი მთავარი მებრძოლი იქნება.

„ამიტომ ნაძალადევში და მით უმეტეს თემქაზე გამარჯვებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი. დღეს მათ გავაცანი საარჩევნო პროგრამა და კიდევ ერთხელ მოვუწოდე, ნუ დარჩებიან გამარჯვების მიღმა და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა წულუკიანმა.