ნიუ-იორკის ცენტრში უცნობმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

ნიუ-იორკის ცენტრში უცნობმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

ნიუ-იორკის ცენტრში, ცნობილი ცათამბჯენის  Empire State Building წინ უცნობმა ადამიანმა გამვლელებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა.

გარდაიცვალა ერთი, დაჭრილია 8 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში მოათავსეს.

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე გაანეიტრალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, როგორც კი გაიგო სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ.