ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გახდება ცნობილი

ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გახდება ცნობილი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აბიტურიენტები დღეს შეიტყობენ. 2012 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს, ბათუმში პრესკონფერენციას გამართავს.

ბრიფინგზე გამოცხადდება 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. 

ჩარიცხული მოსწავლეების სიის ნახვა შესაძლებელი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აბიტურიენტებს გამოცდების შედეგების გაგება როგორც ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდის ისე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეუძლიათ. 

შეტყობინების სერვისი ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამისთვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 93 333 უნდა გაგზავნონ. მომსახურების საფასური 50 თეთრია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყო  და 19 ივლისს დასრულდა.