ქეით მილდტონის პირადი დიზაინერი პირველ მაღაზიას ხსნის (VIDEO)

ქეით მილდტონის პირადი დიზაინერი პირველ მაღაზიას ხსნის (VIDEO)

ქეით მილდტონის პირადი დიზაინერი რებეკა ტეილორი დიდ ბრიტანეთში პირველი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ჰერცოგინია ქეითის სტილი, არაერთხელ ყოფილა ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა, ბევრს მოსწონს ბევრს კი პირიქით. ყოველ შემთხვევაში, მალე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთის პირველი ქალბატონის სტილს მაქსიმალურად მიუახლოვდეს.

„ვფიქრობ პირველ მაღაზიას ლონდონში გავხსნით, ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი და ბრიტრანეთის სავაჭრო ბაზარზე გასასველადაც ხელსაყრელია. ვფიქრობ, ბრიტანელ გოგონებს მოეწონებათ „Rebecca Taylor“-ი. ბრენდი მთლიანად ინგლისურ სტილშია გადაწყვეტილი და ჰარმონიულად აერთიანებს ქალურობასა და დახვეწილობას.“-ამბობს დიზაინერი.

პირველი მაღაზიის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.