„მემარჯვენეების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლებს პროგრამას „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ აცნობს

„მემარჯვენეების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლებს პროგრამას „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ აცნობს

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ასათიანი სოფელ ჩუნეშის მოსახლეობას შეხვდა. ასათიანი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო პროგრამაზე „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ ისაუბრა.

მან სოფლის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და აღნშნა, რომ „მემარჯვენეებმა“უმთავრეს პრიორიტეტად სოფელი და სოფლის აღორძინება გამოყვეს, რაც პარტიის პროგრამაში „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ დეტალურადაა გაწერილი.

„ამ სოფელს არ აქვს წყალი და გაზი. მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზები. უმუშევრობა კი ამ სოფელშიც, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა.