„ქართული ოცნება“ : „ოცნების“ კარდაკარის შედეგებით ფოთში 41 ათასი ამომრჩეველი არ არის

„ქართული ოცნება“ : „ოცნების“ კარდაკარის შედეგებით ფოთში 41 ათასი ამომრჩეველი არ არის

კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობით, „ოცნების“ კარდაკარის შედეგებით ფოთში 41 ათასი ამომრჩეველი არ არის. ამასთან დაკაავშირებით კოალიცია განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებამ” მთელი ქვეყნის მაშტაბით განახორციელა კარდაკარის პროგრამა. ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბს უკვე აქვს  ამ პროგრამის შედეგები,  რაც არ ადასტურებს  ფოთში 41 000 ამომრჩევლის არსებობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ თემაზე და მთლიანად კარდაკარის პროგრამის შედეგებზე ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.