აშშ-ში მარტინ ლუთერ კინგის უცნობი ჩანაწერი აღმოაჩინეს

აშშ-ში მარტინ ლუთერ კინგის უცნობი ჩანაწერი აღმოაჩინეს

ტენესის შტატის მაცხოვრებელმა სტეფონ ტულამ საკუთარი სახლის სხვენში ცნობილი ამერიკელი ორატორის, ადამიანთა უფლებების დამცველი მოძრაობის ლიდერის მარტინ ლუთერ კინგის უცნობი, 1960 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული აუდიოჩანაწერი აღმოაჩინა.

ეს არის მისი მამის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც რასიზმის თემასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. 

ჩანაწერში მარტინ ლუთერ კინგი სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობაზე საუბრობს და ყვება რა გავლენა მოახდინა მის შეხედულებებზე აფრიკაში მოგზაურობამ. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რადგან აქამდე არსებობდა მხოლოდ ერთი ინტერვიუ,სადაც მარტინ ლუთერ კინგი აფრიკაში საკუთარი მოგზაურობის შესახებ ყვებოდა.