„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ – „მემარჯვენეებმა“ პარტიის სოფლის პროგრამა წარადგინეს

„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ – „მემარჯვენეებმა“ პარტიის სოფლის პროგრამა წარადგინეს

„ახალმა მემარჯვენეებმა“  თელავში პარტიის სოფლის პროგრამა წარადგინეს.  პარტიის თავმჯდომარის დავით გამყრელიძის განცხადებით, სოფლის პროგრამა პარტიის მთლიანი, ყოვლისმომცველი პროგრამის „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

მისივე თქმით, მემარჯენეებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა და მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის გაძლიერება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადეს.

პარტიის პროგრამა  გლეხისა და ფერმერისთვის ფულზე ხელმისაწვდომობისთვის შეიქმნას ითვალისწინებს.

„სასოფლო ბანკი, საიდანაც ისინი სესხს აიღებენ ძალიან დაბალი წლიური 3-4%-ით. ეს სესხი საშუალებას მისცემს გლეხებს და ფერმერებს, დაამუშაონ მიწა, დაფარონ ტექნიკის დაქირავების, საწვავისა და სხვა ხარჩები. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დიზელის საწვავზე დღგ-ს და აქციზის გადასახადის გაუქმება. ამით გლეხებისა და ფერმერებისთვის საწვავი გაიაფდება. ამ შემთხვევაში ერთი ლიტრი დიზელის ფასი 55-60 თეთრით გაიაფდება“, - განაცხადა  გამყრელიძემ.

„მემარჯვენეები“  გლეხებსა და ფერმერებს ჰპირდებიან, რომ მათ ქვეყნის მასშტაბით ათასი აგრონომი და ათასი ვეტერინარი მოემსახურება.

გამყრელიძის თქმითვე, მნიშვნელოვანია მათი შეთავაზება სიღნაღში თანამედროვე ტიპის უმაღლესი აგრარული სასწავლებლის დაფუძნების შესახებ, რომელიც ქვეყნის აგრარული სექტორისთვის მაღალი კვალიფიკაციის აგრონომებს, ვეტერინარებსა და სხვა სპეციალისტებს მოამზადებს.

„პირველივე კანონი, რომელსაც „ახლი მემარჯვენეები“ პარლამენტში შევიტანთ, იქნება კანონი სოფლის შესახებ, რომელიც სოფელს დაუკანონებს თავის სათიბს, საძოვარს, სახნავ-სათეს მიწებს“, - განაცხადა   გამყრელიძემ.