ქუთაისში მძღოლებს „ნაცმოძრაობის“ მაისურების ჩაცმას აიძულებენ

ქუთაისში მძღოლებს „ნაცმოძრაობის“ მაისურების ჩაცმას აიძულებენ

ქუთაისში მოძრავ საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების "ნაციონალური მოძრაობის" მაისურების ჩაცმას აიძულებენ. ამის შესახებ თავად მძღოლები აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ამას თავად მათივე "დისპეტჩერები" მოითხოვენ.

როგორც მძღოლები ამბობენ, "დისპეტჩერებმა" მათ განუცხადეს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს არ ჩაიცვამენ, სამსახურიდან გაუშვებენ.

„დღეს "დისპეტჩერმა" მითხრა, რომ აუცილებელი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" ლოგოიანი მასიური ჩამეცვა, რაც სატრანსპორტო სამსახურის დავალება  ყოფილა. რა ვქნა, არ მინდოდა ჩაცმა, მაგრამ სახლში უსაქმურად დაჯდომას ყველაფერი მირჩევნია", - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.

მეორე მძღოლი კი აცხადებს, რომ თითქმის მთელი ქალაქი კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მაინც იძულებულია "ნაციონალების" მაისური ჩაიცვას.

„ამ მაისურის არ ჩაცმით ესენი შარს გადამკიდებენ. ვინმემ რომ მკითხოს, მოღალატეების მაისური რატომ გაცვიაო, რა პასუხი გავცე, არ ვიცი", - აცხადებს მეორე მძღოლი.