სოსო ცისკარიშვილი: დასავლეთს ლენინიზმი პოსტაბსაბჭოთა სივრცეში,  მხოლოდ საქართველოს მაგალითზე გაახსენდა

სოსო ცისკარიშვილი: დასავლეთს ლენინიზმი პოსტაბსაბჭოთა სივრცეში, მხოლოდ საქართველოს მაგალითზე გაახსენდა

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი From.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დასავლეთისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევისა, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ დასავლეთს ლენინიზმი პოსტაბსაბჭოთა სივრცეში,  მხოლოდ საქართველოს მაგალითზე გაახსენდა.

 „ლენინიზმი პოსტაბსაბჭოთა სივრცეში დასავლეთს მხოლოდ საქართველოს მაგალითზე გაახსენდა თუმცა, ჩემი აზრით, ლენინიზმის მიმდევრები მთელ პოსტსაბჭოტა სივრცეში ზეობენ. დასავლეთი შეიძლება ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დემოკრატიულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს თავი და სინამდვილეში, სწორედ ლენინიზმის ნიშნები შეიმჩნევა მკვეთრად ჩვენს სახელმწიფოში, მაშინ როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები ჩუმად არიან, რადგან  მათ არც დემოკრატიაზე გააჩნიათ პრეტენზია. დასავლეთში ეს ყველაფერი  აღიზიანებთ, რადგანაც მათ ყველაფერი ძალიან კარგად ესმით. დასავლეთისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ, როდესაც მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდა არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე“,-აცხადებს ექსპერტი.

ცისკარიშვილის განცხადებით, რამდენადაც ისტერიული არ უნდა იყოს ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლების განცხადებები  ლენინიზმთან დაკავშირებით, რამდენად სულელურიც არ უნდა უწოდონ ამ განცხადებებს და მერე უკან წაიღონ თავისი ნათქვამი, ფაქტია, რომ სულელურ მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე.

„ ის, რა დამახინჯებებიც საარჩევნო გარემოში ხდება, დასავლელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების  ცნობიერებაში ლენინიზმთან ასოცირდება. საქართველოს პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ თვითონ იქნებოდა გარანტი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა, დასავლეთმა კი დაინახა, რომ ამ გარანტმა სულ უკუღმა წაიყვანა საქმე, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა,  საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. დიახ, ლენინი ზეობს მათ სულებში, ვისაც დემოკრატია არის მიუღებელი მცნება. ლენინმა დანერგა, რომ „ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი, ვიდრე დემოკრატიაა-მეგობრული, თბილი ურთიერთობები პარტიის წევრებს შორის“. ჩვენთანაც, ჩვენი ხელისუფლებისთვის დემოკრატიაზე უფრო მნიშვნელოვანია,  როგორ  ურთიერთობა იქნება მერაბიშვილ-ადეიშვილს შორის.  რომ რამდენადაც ისტერიული არ უნდა იყოს ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლების განცხადებები  ლენინიზმთან დაკავშირებით, რამდენად სულელურიც არ უნდა უწოდონ ამ განცხადებებს და მერე უკან წაიღონ თავისი ნათქვამი, ფაქტია, რომ ფაქტია, რომ სულელურ მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე.  სამწუხაროდ, არსებობს მტკიცებულებები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ლენინზე უარესია და მე ქართულ საზოგადოებას, როდესაც ღიად მომიწევს საუბარი მასთან , აუცილებლად შევთავაზებ ამ მტკიცებულებებს“,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.