მამუკა კაციტაძე:

მამუკა კაციტაძე: "ღია დემოკრატიის კომიტეტის" აქ ჩამოყვანა, ივანიშვილმა უზრუნველყო

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ექსპერტის ტერი ბენჰემის განცხადებას გამოეხმაურა. 

ამასთან დაკავშირებით კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,  კარდაკარის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5.3%, დაახლოებით 66 ათასი მონაცემი ვერ გადამოწმდა მისამართის ვერ მოძებნის გამო და ამაში კატასტროფული არაფერია.

კაციტაძე განცხადებით, მის გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ ეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციასთან ერთადარ წარმოადგინა, ვისი ინიციატივითაც არის შექმნილი და ჩამოსული საქართველოში.

„მხედველობაში მაქვს "ქართული ოცნება". "ღია დემოკრატიის კომიტეტი" არის ფლორიდაში რეგისტრირებული არასამთავრობოი ორგანიზაცია, რომლის აქ ჩამოყვანაც უზრუნველყოფილია ივანიშვილის მიერ. ამიტომ ივანიშვილი ერთი მხრივ, 56000 განცხადებას გზავნის და მეორე მხრივ 3-4 მისამართზე ასაუბრებს ფლორიდულ  NGO-ს. ეს ჩემთვის გაუგებარია", - აცხადებს კაციტაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ექსპერტის ტერი ბენჰემის განცხადებით, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას .