დემი მური Oriflame -ის სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

დემი მური Oriflame -ის სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი დემი მური Oriflame -ის ახალი კოსმეტიკური ხაზის More by Demi-ს სარეკლამო სახე გახდა.

რა სახის კოლექციას წარმოადგენს 49 წლის დემი ამ დრომდე უცნობია, თუმცა კომპანიის ანონსის მიხედვით ახალი კოლექცია მდიდრული და უნიკალური იქნება.

„ჩვენთვის ეს თანამშრომლობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემი საკუთარ თავში Oriflame -ის ღირებულებებსა და შესაძლებლობებს აერთიანებს. ის დახვეწილი, მოდური და წარმატებული ქალბატონია, რომლის მიბაძვის სურვილი ძალიან ბერ მანდილოსანს უჩნდება“-აღნიშნავს Oriflame -ის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი იოჰან როზენბერგი.

More by Demi გაყიდვაში ოქტომბრის თვიდან გამოვა.