„Muse“-ს  „საიდუმლოებებით მოცული“ ალბომი (VIDEO)

„Muse“-ს „საიდუმლოებებით მოცული“ ალბომი (VIDEO)

ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფის „Muse“  წევრებმა, ცოტა ხნის წინ ოფიციალურ გვერდზე ახალი, რიგით მეექვსე ალბომის „The 2nd Law“ უცნაური გარეკანი წარმოადგინეს. შავ ფონზე აბსტრაქტული, სხვადასხვა ფერის ერთად შეკრული ჩხირებია გამოხატული.

როგორც ცნობილი გახდა,  ალბომის „The 2nd Law“ მეორე სინგლი იქნება კომპოზიცია „Madness“. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯგუფმა წარმოადგინა ახალი ალბომის თრექ-ლისტი. ფირფიტაში სულ 13 კომპოზიციაა შესული. მათ შორის სიმღერები „Survival“ და „Madness“. ნამუშევრის რელიზი 17 სექტემბერს იგეგმება

ჯგუფის წევრები ახალ ფირფიტაზე საუბარსა და მის პოპულარიზაციას აქტიურად განაგრძნობენ. ტრიოდან ერთ-ერთი დომინიკ ჰოვარდი ახალ ალბომს, ყველა სხვა ნამუშევართან შედარებით, „ყველაზე საიდუმლოებით მოცულს“ უწოდებს.

„ცამეტივე სიმღერა ერთმანეთისგან განსხვავებული,გასაიდუმლოებული და არაერთფეროვანი იქნება. ყველაზე საინტერესო ნამუშევარია, მათ შორის რაც კი ჩაგვიწერია.  უკვე ძალიან მიყვარს. გპირდებით  ალბომის თითოეული სიმღერა მსმენელისთვის სურპრიზი იქნება. ყველა კომპოზიცია ინტრიგას ტოვებს და სურვილი გიჩნდება რაც შეიძლება ბევრჯერ მოისმინო“ - ამბობს მუსიკოსი.