ბერლინში ყველაზე მოხუცი პანდა დაიღუპა

ბერლინში ყველაზე მოხუცი პანდა დაიღუპა

ბერლინის ზოოპარკში გუშინ, მხოფლიოში ყველაზე მოხუცი პანდა ბაო ბაო დაიღუპა. როგორც ზოოპარკის წარმომადგენლები აცხადებენ, 34 წლის ბაო ბაოს სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  საუბრობენ იმაზე, რომ პანდას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაუარესდა.

ბაო ბაო 1978 წელს ჩინეთში დაიბადა. 1980 წელს ის ბერლინის ზოოპარკს აჩუქეს, სადაც 1991 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგი ორი წელი ლონდონში გაატარა, 1993 წლიდან კი, ისევ ბერლინს დაუბრუნდა.

გიგანტური პანდა, ველურ პირობებში 20 წელი ძლებს, ტყვეობაში კი, დაახლოებით 30.