მათ [პარტია „ლელო“] აქვთ როგორც პოლიტიკური, ისე საკადრო კრიზისი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „ლელომ“ ყაზბეგში მერობის კანდიდატად პარტიის თანამშრომელი, ირაკლი კუპრაძის მძღოლი დაასახელა.
„მათ დეფიციტი აქვთ საკადრო, პოლიტიკური და ა.შ. უმრავლესობა მუნიციპალიტეტებში ფორმალურადაც ვერ დაასახელეს მერობის კანდიდატები. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ როგორც პოლიტიკური, ისე საკადრო კრიზისი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ყაზბეგში „ლელოს“ მერობის კანდიდატი საბა ჩქარეული ირაკლი კუპრაძის მძღოლია.