წალკაში კოალიცია“ქართული ოცნების“აქტივისტი ედუარდ პეტროსიანი დააკავეს

წალკაში კოალიცია“ქართული ოცნების“აქტივისტი ედუარდ პეტროსიანი დააკავეს

წალკაში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ედუარდ პეტროსიანი,დააკავეს

 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით,პეტროსიანი კოალიციის აქტიური წევრი იყო და რაიონშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

როგორც „ქართული ოცნების“თეთრიწყაროს შტაბის კოორდინატორი, იური მოდებაძე აცხადებს, პეტროსიანი უდანაშაულოა და მისი დაპატიმრებაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეიძლება აიხსნას.

„ხელისუფლებამ პეტროსიანი იმ მიზნით დააკავა, რათა გამოეთიშა საარჩევნო მარათონისათვის“-აღნიშნავს იური მოდებაძე და აცხადებს,რომ სასამართლომ ყალბი მოწმეების, მათ შორის სოფლის გამგებლის, ჩვენება გამოიყენა პეტროსიანის დასაკავებლად.

პეტროსიანის ადვოკატის, ტარიელ შარაბიძის, განცხადებით კი, საქმე ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ფულად ჯარიმას 100ლარის ოდენობით, ასევე, 90 დღემდე პატიმრობას, მოსამართლემ კი მიიღო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ,რომ თეთრიწყაროს სასამართლომ,ედუარდ პეტროსიანს 90 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.