ამერიკელ ჟურნალისტ ოსტინ ტაისს უკვე ერთი კვირაა ვერც Washington Post -ის რედაქცია და ვერც ახლობლები ვერ უკავშირდებიან.
31 წლის ჟურნალისტი, სირიაში მაისის თვიდან მუშაობს. იგი ჯერ სირიის ჩრდილოეთ რაიონებში აკეთებდა რეპორტაჟებს, შემდეგ დამასკოში გადაინაცვლა. ამერიკაში დაბრუნებას კი ის აგვისტოს შუა რიცხვებში აპირებდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაისის ადგილმდებარეობა დადგინდეს.
რამდენიმე დღის წინ ალეპოში დაიღუპა იაპონელი რეპორტიორი და დაიკარგა სამი ჟურნალისტი.