მალე ამერიკაში ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ წიგნი გამოვა

მალე ამერიკაში ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ წიგნი გამოვა

ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილმა წარმომადგენელმა,რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა უსამა ბინლადენის მკვლელობაში პაკისტანში, 2011 წელს, იმ დღის აღსანიშნავად წიგნი დაწერა, რომელსაც „უბრალო დღე“ უწოდა. ფსევდონიმად კი სპეცსამსახურის წარმომადგენელმა მარკ უოენი აიღო.

წიგნი 2012 წლის 11 სექტემბერს გამოჩნდება გაყიდვაში.

Associated press-ის ინფორმაციით, წიგნს შემოწმება არც პენტაგონში და არც თავდაცვის სამინისტროში არ გაუვლია. როგორც წესი, მსგავს თემაზე გამოქვეყნებული მასალები შემოწმებას ყოველთვის გადიან, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება.

წიგნის ავტორი კი აცხადებს, რომ ეს წიგნი მან  სპეცოპერაციაში მონაწილენე „ბიჭებს“ მიუძღვნა, წიგნი კი ამერიკელ ახალგაზრდობაში სპეცსამსახურებს გაუწევს პროპაგანდას.