„ქართუ ბანკს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, დაკისრებული11 609 500 დოლარის გადახდის ვადა დღეს ეწურება. „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილი from.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართუ“ უკანონოდ დაკისრებული11 609 500 დოლარის გადახდას არ აპირებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რომც აპირებდეს, ამ ოდენობის თანხა არ აქვთ.
ჯავახიშვილის თქმით, „ქართუ“ მორიგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც სასამართლოში დღესვე შეიტანენ.
„სასამართლოს ვერ მოვერევი, მაგრამ როგორც ერთხელ უკვე ვთქვით, უკანონო ჯარიმას არ გადავიხდით. ჯერ ერთი, ძალიანაც რომ ვაპირებდეთ დაკისრებული ჯარიმის გადახდას, ამ ოდენობის თანხა არ გვაქვს. დღესაც შეგვაქვს სარჩელი აღნიშნულთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ აღსრულების ღონისძიებების შესახებ უარი გვეთქვა. კიდევ ერთხელ, ვასაბუთებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად კანონიერია“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
საქმე ეხება 17 აგვისტოს ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის მონაწილეობით, სააღსრულებო ფურცლის გამოწერას და ბანკ „ქართუსთვის“ შპს „BETA MAX“ -ისთვის 10 მლნ აშშ დოლარისა და დარიცხულიპირგასამტხელოს - 850 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.
როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებობიურომ, თავის მხრივ, კრედიტორის მიერ ვითომ წინასწარ გადახდილი საფასურის - მოთხოვნის 2%, ანუ 217 000 აშშ დოლარი, აგრეთვე აღსრულების საფასურის 7%დაამატა და საბოლოო ჯამში, ბანკს 7 დღის ვადაში 11 609 500 დოლარის ექვივალენტი ლარებში აქვს გადასახდელი.
„ეს ეპოპეა ხელისუფლების ყველა შტოს მიერ, ბანკის გასაკოტრებლად გატარებულ მიზანმიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს, რათა მის ლიკვიდაციას მიაღწიონ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ბანკი „BETA MAX“-სთან კრედიტის გაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა და გენერალური ხელშეკრულებისთვის ხელი ჰქონდა მოწერილი.
„თუმცა ეს ხელშეკრულებაა და არა ვალდებულებაა.გენერალური ხელშეკრულება არ არის ვალდებულება, ეს არის მხარეებს შორის შეთანხმება, რომელიც გარკვეული პუნქტების დაზუსტების შემდეგ ვალდებულებად იქცეოდა, თუმცა დროებითმა მმართველებმა კანონის ყველაპუნქტი დაარღვიეს და კრედიტები კაბალური პირობებით გასცეს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.