პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი გლდანის მოსახლეობას შეხვდა. ის გლდანის მეოთხე მიკრორაიონის მცხოვრებლებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა, წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და აქტიურობისაკენ მოუწოდა.
„მე ბუნებით მორცხვი ადამიანი ვარ, მაგრამ ზუგრს მიმაგრებს ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. მისი დანაბარები მინდა გადმოგცეთ: ამაყად დაპირდი და ჩვენ შევასრულებთო. მგონი, თქვენც დაგვეთანხმებით ამაში“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, ხალხი დარაზმულია და მოსახლეობას ცვლილებების სერიოზული იმედი გაუჩნდა.
„ეუთოს წარმომადგენელმა ლენინიზმს შეადარა ხელისუფლების საქმიანობა. ხედავთ, ხალხი როგორ გამოცოცხლდა. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.