სტუდია ნიუგრუპის გადაცემა „ღია სტუდიაში“ რობერტ სტურუამ ახალი შემოქმედებითი იდეა გააჟღერა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ახალი თეატრის სცენაზე მარია კალასის შესახებ, სპექტაკლის დადგმას აპირებს: „გადავწყვიტე დამედგა სპექტაკლი მარია კალასზე. არის ორიგინალური პიესა. მინდოდა ეს გვეთამაშა თეატრალური საზოგადოების სცენაზე. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ, შესაძლოა, პატარა 200-კაციანი თეტრის შექმნა. შენობა არსებობს და საჭიროა დამიდგან სცენა - პატარა კამერული იქნება“, - აცხადებს რეჟისორი.