სოფო ნიჟარაძე ხუაკინ კორტესთან ერთად ახალ კლიპზე მუშაობს (VIDEO)

სოფო ნიჟარაძე ხუაკინ კორტესთან ერთად ახალ კლიპზე მუშაობს (VIDEO)

ამერიკელი კომპოზიტორის კრისტიან ლეოცის სიმღერაზე -„როცა ჩვენ ვცეკვავთ“ სოფო ნიჟარაძე და ფლამინკოს მეფე ხუაკინ კორტესი ერთობლივ კლიპს იღებენ. გადაღებები უკვე ორი დღეა, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კლიპზე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი  და მისი გადამღები ჯგუფი მუშაობს. კლიპის პრემიერა აგვისტოს ბოლოს შედგება. ინგლისურენოვანი სიმღერა სოფო ნიჟარაძის ახალ ალბომში შევა.

შეგახსენებთ, ხუაკინ კორტესმა ბათუმის პიაცაზე კონცერტი 21 აგვისტოს გაიმართა. ხუაკინ კორტესი ბათუმს 30 კაციან დელეგაციასთან ერთად ეწვია. კონცერტზე ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე საკუთარ თეატრალურ დასთან ერთად უახლესი სპექტაკლით „კალე“ წარსდგა. „კალე“ კორტესის მიერ დადგმულ 6 საუკეთესო სასცენო შოუს აერთიანებს, რომელიც თავის დასთან ერთად ბოლო ოცი წლის განმავლობაში დადგა.

ფლამეკოს მეფე საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა და კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა. ეს კი ბათუმში მისი პირველი ვიზიტი იყო. როგორც ხუაკინ კორტესმა განაცხადა საქართველოს არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული პუბლიკა ჰყავს და საქართველოს ის მესამედაც აუცილებლად ესტუმრება.