ტერი ბენჰემი:  საერთაშორისო ორგანიზაციები  ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, ჯარიმების სიდიდესა და  კანონის შერჩევით გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას

ტერი ბენჰემი: საერთაშორისო ორგანიზაციები ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, ჯარიმების სიდიდესა და კანონის შერჩევით გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხებში, ექსპერტ ტერი ბენჰემის შეფასებით, ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ერთი და იმავე პრობლემებზე მიუთითებს და  მათგან ყველაზე დიდი ორგანიზაციები უშუალოდ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, არსებული პოლიტიკური ჯარიმების სიდიდესა და ე.წ. კანონის შერჩევით გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას.  „ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ“, - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი, რომელიც კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ბენჰემის პრესკონფერენცია „ინტერპრესნიუსის“ პრესკლუბში, 13:00 საათზე  გაიმართება. ცნობისთვის, ტერი ბენჰემს რესპუბლიკურ პარტიაში სხვადასხვა წამყვანი პოზიცია ეჭირა და მუშაობდა მრჩევლად აშშ-ში ჩატარებული პრეზიდენტის სენატის და კონგრესის მრავალი სარჩევნო კამპანიიის დროს. იგი საარჩევნო ბიულეტენების უსაფრთხოების და დაცულობის საკითხებზე „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ სპეციალური მრჩეველია.