ბათუმში 1-დან, 8 სექტემბრის ჩათვლით კლასიკური მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის საპატიო სტუმარია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე. მონაწილეობენ მოწვეული სტუმრები: არიელ ცუკერმანი, ფრანჩესკო მარიოცი, ჯოვანი როზელი და იოსებ ბარდანაშვილი.
ფესტივალში მონაწილეობას ბათუმის სახელმწიფო მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი, სიმფონიური ორკესტრი და ბათუმის საოპერო სტუდიის სოლისტებიც მიიღებენ.
კლასიკური მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ჩატარდება.