პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც სანიკიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, თუ პირველ ოქტომბერს ისევ არსებულ ხელისუფლებას ავირჩევთ, საქართველოს უახლოეს წლებში გადაშენება უწერია.
სანიკიძის თქმით, სააკაშვილი გიჟია და მისი ადგილი საგიჟეთშია.
„შეიძლება ნებისმიერ დროს კოკაინის მეტი დოზა მოუვიდეს და თურქეთში შევარდეს საომრად. მას არც ჭკუა დაუშლის და არც გონება. ჩვენ ფაქტობრივად, „ტიტანიკში“ ვსხედვართ. არ ვიცით, ეს ხელისუფლება როდის ჩაგვძირავს“, - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიო დაგვცინის - ნორმალურები ხართო?
„ამას როგორ იტანთო? ჩვენ კი, მაინც ვსხედვართ და ვუყურებთ როგორ ინგრევა ჩვენი ქვეყანა. სამი მილიონიღა დავრჩით. აქედან ერთი მილიონი პენსიონერია. გადაშენება გვიწერია უახლოეს წლებში, თუ პირველ ოქტომბერს ისევ ამათ ავირჩევთ. ქუთაისელებო, საჩხერლებს ვუყურებ როგორ სამოთხეში ცხოვრობენ, ასეთივე სამოთხეში ვიცხოვრებთ ჩვენ ყველანი, თუ პირველ ოქტომბერს მხარს „ქართულ ოცნებას“ დავუჭერთ“, - განაცხადა სანიკიძემ.